|
|
"სარბიელი"
მივიდეთ, ვნახოთ, ვისიამოვნოთ: კალათბურთელები ლამაზ ოლ სტარს გვპირდებიან
ივანე კობიაშვილი
სუპერლიგის პლეი ოფის დაწყებამდე გუნდები ცოტა განიტვირთებიან, 5 მაისს ოლ სტარს ითამაშებენ, სადაც ეროვნული ჩემპიონატის "ყველა ვარსკვლავი" მოიყრის თავს და გულშემატკივარს ლამაზ სანახაობას შესთავაზებს. საოლსტარო გამოკითხვამ ორ კვირას გასტანა და ხუთეულის წევრები გაარკვია. სათადარიგო 7-7 მოთამაშე კი მწვრთნელებმა ნუგზარ ჭეიშვილმა და დავით უსტიაშვილმა გუშინ კაფე "თორმეტ მაგიდაში" დაასახელეს. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს წინა საოლსტარო ამბებზე კალათბურთელებიც ესაუბრნენ. ნუგზარ ჭეიშვილი: ძირითადის მოთამაშეები გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა შეარჩიეთ, დანარჩენები - ჩვენ, მაგრამ ზოგიერთის ტრავმამ ამ მხრივ ხელი შეგვიშალა. ოლ სტარი რომ კარგი წამოწყებაა, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. იმედი მაქვს, რომ ვინც თამაშზე მოვა, კარგი სანახაობის მოწმე გახდება. დავით უსტიაშვილი: ვეცდებით, რომ მაყურებელზე ვითამაშოთ. ეს ისეთი დაპირისპირებაა, აქცენტი უფრო ღია, სანახაობრივ თამაშზე გაკეთდება. ნახევარფინალები მოდის და ბრძოლას ნაკლებად უნდა ველოდეთ. კარგი იქნება, თუ ქომაგი მოვა ეს საერთო სურათს კიდევ უფრო გაალამაზებს. ვიქტორ სანიკიძე: სასიამოვნოა ასეთ მატჩში მონაწილეობა. ვფიქრობ, ლამაზი თამაში გამოვა. გულშემატკივარს იმედს ნამდვილად არ გავუცრუვებთ. მობრძანდით და ისიამოვნეთ.
მიხეილ ფანჩულიძე: სანახაობრივი თამაში გამოვა და ვინც მოვა, არ მოიწყენს. დავით ბერიშვილი - კარგი იქნებოდა, თამაში უქმეებზე ჩატარებულიყო. უფრო მეტი ადამიანი მოვიდოდა. ლამაზი თამაშის მოლოდინში ვართ. ლექსო მაისურაძე დავით უსტიაშვილის გუნდი ლაშა გამყრელიძე (ენერჯი-ინვესტი), ბესიკ ლეჟავა (ენერჯი-ინვესტი), ვიქტორ სანიკიძე (დინამო), მიხეილ ბერიშვილი (ვითა), იოვან სტეფანოვი (ენერჯი-ინვესტი); მიხეილ ჩიტაშვილი (ენერჯი-ინვესტი), გიორგი მარხვაშვილი (ვითა), გიორგი გულისაბედაშვილი (დინამო), ზვიად ბაბიაშვილი (ენერჯი-ინვესტი), ლევან ბეჟანიშვილი (ვითა), ვახტანგ მინაშვილი (ავიამშენი), გიორგი მარკოიშვილი (ვითა) ნუგზარ ჭეიშვილის გუნდი კოტე ტუღუში (ავიამშენი), შიო ხეცურიანი (თსუ), დავით ბარბაქაძე (თსუ), მიხეილ ფანჩულიძე (თსუ), რიჩარდ მათიაშვილი (ავიამშენი); სოსო შერმადინი (მაკაბი), პლასიდე როდუმტა (ავიამშენი), ირაკლი ბერიშვილი (მაკაბი), დავით ბერიშვილი (თსუ), ზურა კორკოტაძე (მაკაბი), თორნიკე ნინიაშვილი (ავიამშენი), ირაკლი კეიდია (თსუ)
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |