|
|
"სარბიელი"
დარჩა ერთი ანა
ლაშა გეგეჭკორი
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ქალმა, მაკა ჩახნაშვილმა მეორე წრეში დაასრულა თამაში საფრანგეთის ქალაქ კანის თიხნარზე, სადაც შეა-ის ეგიდით, საკმაოდ წარმომადგენლობითი, 100-ათასიანი ტურნირი ტარდება. მე-2 ნომრად განთესილ ფრანგ კამილ პინთან გამარჯვების შემდეგ მაკა ჩეხ რენატა ვორასოვაზე გავიდა და ვერას გახდა 25 წლისა და რეიტინგის 120-ე პოზიციაზე მყოფ მეტოქესთან - 4:6 0:6. ერთი წრით მეტი გაიარა სოფო ქვაცაბაიამ თურქული ადანას 10-ათასიან შეჯიბრზე. რუს ანა მორგინასთან 6:1 6:1 და ავსტრალიელ ჯედ პოპერთან 7:5 6:2 გამარჯვებების შემდეგ სოფო მასპინძელთა ჯილას, მესამე ნომრად განთესილ კაგლა ბუიუკაკჩაის შეხვდა და კლასიფიკაციის 450-ე საფეხურზე მყოფ მეტოქესთან ორ სეტში - 4:6 3:6 დამარცხდა. ერთადერთი ქართველი, რომელიც ამ კვირაში მიმდინარე ტურნირებზე თამაშს აგრძელებს, ანა ტატიშვილია. ამერიკული შარლოტსვილის გრუნტზე 50-ათასიანი შეჯიბრია და ანამ მეოთხედფინალში 1:6 6:3 6:1 დაამარცხა რა სამხრეთ აფრიკელი შანელ სხეეპერსი, მეოთხედფინალს უწია. შემდეგი მეტოქე ტატიშვილს გაცილებით სერიოზული ჰყავს - მე-2 ნომრად განთესილი 20 წლის რუსი ტატიანა პუჩკოვა, ვინც ამჟამად 117-ეა რეიტინგში, შარშან ზაფხულში კი სულაც 32-ე იყო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |