|
|
"სარბიელი"
ვენა კენიელთა ქალაქია
ივანე კობიაშვილი
ხმაურიანი მარათონი ჩაარბენინა ვენამ. 25 წელია, ავსტრიის დედაქალაქში 42-კილომეტრიანი გარბენები იმართება და ყოველთვის ბლომად ხალხი მონაწილეობს. წლეულს სარეკორდო ოდენობამ მოიყარა თავი. ქალიან-კაციანად 30 072 მორბენალი მოგროვდა, რაც ვენასთვის რეკორდი იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ზღვა ხალხი 100-ზე მეტმა ეროვნების წარმომადგენლებმა შეადგინეს, მარათონების მონოპოლისტმა კენიელებმა პირველ რვა ადგილზე არავინ გააჭაჭანეს. დამყარდა ვენის რეკორდიც: გამარჯვებულ აბელ კირიუ ავსტრიაში გამოსულთა შორის გახდა პირველი, ვინც დისტანცია 2 საათსა და 8 წუთში ჩაატია და 2:07.38 შედეგით თითქმის წუთით აჯობა უახლოეს მდევარს. არანაკლებ კარგი შედეგი აჩვენეს ქალებმაც. მათ შორის საუკეთესომ, რუმინელმა ლუმინიტა ტალპოსმა, ზედიზედ მეორედ მოიგო ვენაში და იქ ყველა დროის მესამე შედეგიც აჩვენა - 2:26.43.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |