"სარბიელი"
# 102
ოთხშაბათი, 7 მაისი, 2008 წელი

უიმე, უიმე, უიმე!

"ბაიერნისა" და "ზენიტის" ამასწინანდელ სასიყვარულო ისტორიას და მის ანგარიშს თუ გავიხსენებთ, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საქართველოსთვის მაპის არმიცემა გერმანიის კანცლერს რუსეთის პრეზიდენტმა კი არ ურჩია, "გაზპრომში" მეხუთე-მეექვსე კაცმა უბრ)...

უიმე, უიმე, უიმე! ეს რაებს ვლაპარაკობ! როგორ შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ სპორტული ჟურნალისტი ისეთ მატერიებზე ბედავდეს ფიქრს, როგორიცაა პოლიტიკა. მერედა, რა შეზღუდულობაა, სად ფეხბურთის ანგარიში და სად მაპი, რომლის გაშიფვრაც საქართველოში... ნუ, ბაზარი არ არი, ყველამ იცის, სპორტული ჟურნალისტების გარდა.

მაპი... თითქმის ტყლაპი...

მეორე მხრივ, რომ მოგიტრიალდეს ის დაგაზპრომებული ნემეცი და გითხრას, მაჩვენე შენი მოედნის საფარი და გეტყვი, ვინ ხარ შენო, რას შვრები.! ნუ, პურზე კარაქივით, დაპუსწიმ, ვერც რუსულ მოედნებს წაუსვამ, მაგრამ სად შენ და სად რუსეთი. იქ, პურგაა, ვიუგა და გალალიოდი, შენთან კი მუგუნინიბუა - სოლნცე ვასხოძიტ, ლუძიამ ჟარკო, ჟარკო.

მათთვის, ვინც ვერ გაიგო: იმ დროს, როდესაც "შახტარი" ჯერ კიდევ "შახტიორი" იყო, გერმანია კი ფეერგე, სადაც კურანი და კლოზე კი არ დაპრუწუნობდნენ, რუმენიგე და კალცი ბრდღვნიდნენ ყველაფერს, ჩვენს კინოთეატრებში იტალიური კომედია გადიოდა, რომელსაც "სინიორ რობინზონი" ერქვა და იქ ველური ასეთ ლექსს ამბობდა: მუგუნინიბუა!

ხომ კარგია?

ლექსი რა არის.... ნუ, კარგი, ისევ ფეხბურთზე ვილაპარაკოთ. ჰოდა, იმ კლოზემ რომ გითხრას, შენ, ძმაო, მაპი რომ მოგდომებია, ჯერ ისეთი სტადიონი დამანახე, აუტის ხაზიდან საძოვრები რომ არ იწყებოდესო, სად მიდიხარ.! ეროვნულს აჩვენებ.! მაგაზე კლოზეს პოდოლსკი დაეხმარება და ის გეტყვის, ჩვენ, გერმანელები, სტადიონებს პირთამდე ვავსებთ, თქვენ, ქართველებმა კიდევ ჯერ ის მოახერხეთ, ტრიბუნაზე ფეხბურთელებზე მეტი კაცი დაჯდეს და მერე გველაპარაკეთო, რას შვრები.! საქართველოს ჩემპიონატში ასიდან ოთხმოცდათხუთმეტი თამაში ორმოცივით არის, მარტო ახლობლები იკრიბებიან. ყველა ერთმანეთს იცნობს, ეს იმის მამაა, ის ამის ძმა... არის თამაშები, საშუალო ფეხბურთელი ნასვამიც გაქაჩავს, მაგრამ მოდი, კლოზეს, პოდოლსკის და კურანის რა ვუპასუხოთ, იცი. მართალი ბრძანდებით, მაგრამ ხანდახან კარგი თამაშებიც ხომ გამოგვერევაო - აი, რა!

კიდევ, ზესტაფონში ხომ დადის ხალხი.! ზესტაფონი რა, საქართველო არ არის.! თუ არ არის და, შევუერთოთ, ბატონო, პირდაპირ გერმანიას, გუნდსაც კაი სპონსორი გამოუჩნდება "გაზპრომის" სახით და "ამერსაც" ფინალში წვალება აღარ მოუწევს ხოლმე.

თუმცა, უი, ფინალზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, დღეს ნახევარფინალური მატჩებია და იქ გამოჩნდება ვის, სად, როდის.

კიდევ შეგვეშალა, სად და როდის ცნობილია: "ეროვნულზე", 26-ის ნაცვლად 16-ში. რატომ. 21-ში არჩევნებია და შემდგომ დღეებში მარტო პოლიტიკაზე რომ გვქონდეს სალაპარაკო. ფეხბურთი თავისი სპორტული ჟურნალისტიკით დონეს ვერ გაქაჩავს.

პაპუნა კედია

ავტორი ძალიან სთხოვს გერმანელებს, პოლიტიკოსებს, ფეხბურთელებს, სტადიონებს და "გაზპრომის" თანამშრომლებს, არ გაბრაზდნენ, ის ხუმრობდა, როგორც შეეძლო. 

და კიდევ, მე რომ ვღადაობ, ძუძუები გლოცავენ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com