|
|
"სარბიელი"
ელ კლასიკოს დერეფანს მიღმა: ფეხბურთი და დიპლომატია
ლადო ხომერიკი
დღეს "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" საჩემპიონო დერეფნით ლა ლიგას ისტორიაში მეორედ შეეგებება. უნდათ თუ არა, კატალონიელებმა პრიმერადივიზიონის ტრადიცია უნდა დაიცვან და მარადიულ მტერს შესაფერისი პატივით მიესალმონ. "რეალმა" კი მეტოქეს ოქროს მედლების რაოდენობის გარდა, ამ საქმეშიც გადაასწრო - ესპანეთის პირველობის არსებობის განმავლობაში ქედმაღალი სატახტოქალაქელები "ბარსას" საჩემპიონო კორიდორით მხოლოდ ერთხელ შეეგებნენ. ელ კლასიკო "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება და "რეალის" პრეზიდენტმა რამონ კალდერონმაც უკვე გამოაცხადა, "ბარსელონას" თავკაცი ლაპორტა ჯერ მადრიდში არ იყო ჩამოსული, ტელეფონით რომ დამიკავშირდა და სამეფო გუნდის ჩემპიონობა მომილოცაო. "არც მე და არც კალდერონი პრიმერადივიზიონის ერთ-ერთი უძველესი ტრადიციის დარღვევას არ ვაპირებთ. "ბერნაბეუზე" საჩემპიონო დერეფანიც იქნება და სხვა ყველაფერიც, რაც ასეთი მაღალი დონის მატჩებს ახასიათებს. მინდა, "რეალს" ჩემპიონობა კიდევ ერთხელ მივულოცო - აღნიშნა სენიორ ლაპორტამ მადრიდის ბარახას აეროპორტში. როგორც ვხედავთ, ორივე მხარე ზედმიწევნით კორექტულია და ერთმანეთს ზრდილობა-თავაზიანობაში ეჯიბრება. კალდერონიც და ლაპორტაც მეტისმეტად გაქნილი დიპლომატები არიან საიმისოდ, რომ "რეალ"-"ბარსელონას" დაპირისპირების თუნდაც მინავლებულ ცეცხლს ნავთად, როყიოდ წამოსროლილი, დაუფიქრებელი სიტყვა მიუმატონ. იქაური "მარკა" კი წერს: "იმ 80 ათასი გულშემატკივრისთვის, რომელიც ოთხშაბათ საღამოს "სანტიაგო ბერნაბეუს" ტრიბუნებს შეავსებს, მთავარი საჩემპიონო დერეფანი კი არ იქნება, არამედ თავად მატჩი, რომელშიც მისი საყვარელი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. საწყენია, რომ ამ ბრწყინვალე სპექტაკლს ეტოო, დეკუ, ინიესტა, მილიტო და რონალდინიო გამოაკლდებიან". ესპანეთში არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ "ბარსელონას" ცალკეულ ფეხბურთელს მისთვის საძულველ რიტუალში მონაწილეობის მიღება არ სურდა და კატალონიური გრანდიც მადრიდში ასე "მსუბუქად" იმიტომ ჩაფრინდა. ცხადია, ამ მოსაზრებას დიპლომატი პრეზიდენტები, კალდერონი და ლაპორტა, მრისხანედ უარყოფენ, თუმცა ისიც ფაქტია, "ბარსას" ძველმა თავკაცმა, გასპარმა, მედიასთან შხამიანად რომ იხუმრა: "ბოლოს და ბოლოს, გუნდში ეპიდემიის აფეთქებას მოვიშველიებთ და მადრიდში ახალგაზრდულ შემადგენლობას გავგზავნით...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |