|
|
"სარბიელი"
გამქრალი მაგია
2005 წლის 19 ნომებერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" ფანებმა "ბარსელონას" ფეხბურთელი ფეხზე წამოდგომით და აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. თეთრ მაისურებში გამოწყობილი ხალხი ტაშს რონალდინიოს უკრავდა, ჯადოქარს, რომელმაც მათ გუნდს ორი დიდებული გოლი გაუტანა. მხოლოდ ორჯერ მომხდარა "ბერნაბეუს" არსებობის ჟამს მსგავსი რამ, ერთხელ ბარსელონელ მარადონას დაუკრეს ტაში მადრიდში და მეორედ - რონალდინიოს. შემდეგ რაღა მოხდა. მარადონა მარადჟამ დიადად დარჩება, "კიჭას" კი სადღეისოდ ჯადოქრობისა არაფერი ეტყობა. საეჭვო ადგილებში ღამეულმა თავდგადასავლებმა, ვარჯიშისადმი ზერელე დამოკიდებულებამ, ზედმეტმა წონამ, თანაგუნდელებთან პრობლემებმა და უცნაურმა ტრავმებმა ჩვენთვის ნაცნობი რონალდინიო სადღაც გააქრეს და მის ნაცვლად რაღაც უღიმღამო ფიტული დაგვიტოვეს. "აღარც ფეხბურთი უვარგა და აღარც ის მაგიური კიჭა ღიმილი, ბრაზილიელის საფირმო ნიშანი რომ იყო" - წერენ ახლა ესპანური გაზეთები რონალდინიოზე.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |