"სარბიელი"
# 102
ოთხშაბათი, 7 მაისი, 2008 წელი

ვისი ეშინია მადრიდს?

პირველი წრის ელ კლასიკოში ლეო მესის მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია და ამისთვის მადრიდში ღმერთს მადლობას სწირავდნენ. ახლა "პულგა" "ბერნაბეუზე" უცილობლად იქნება და ვაი, მის მოწინააღმდეგეებს (წესით, "რეალის" დაცვის მარცხენა ფრთას ჯოჯოხეთური გარჯა მოელის).

ვინ არის დღეს "ბარსელონას" ჭეშმარიტი ლიდერი. რონალდინიოს უფერულ მაგიაზე უკვე ვთქვით, სამუელ ეტოოსაც გვარიანად აქვს წელი დამძიმებული, ასე რომ, "ბერნაბეუზეც" და სხვაგანაც არავის გაუკვირდება, კატალონიელთა მხედართმთავარად ახალგაზრდა არგენტინელს თუ დავასახელებთ.

ლეო რომ მორბენალი ყოფილიყო, სისწრაფეში მსოფლიოს რეკორდებს დაამხობდა - ბურთთან ერთად მოედანზე ელვისებურად გადაადგილება და მეტოქეთა ჭკუისდამკარგავ სტილში ჩამოცილება დღეს "პულგასავით" ეფექტურად არავის შეუძლია. თუ ტრავმებმა დაინდეს, მესი მალე გახდება (თუ უკვე არ არის) მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. აი, ამიტომაც არის შიშიანობა ესპანეთის დედაქალაქში.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com