"სარბიელი"
# 102
ოთხშაბათი, 7 მაისი, 2008 წელი

ეტოოს პირადი დერეფანი

"ვალენსიასთან" აფრიკელმა მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო, ლიმიტი ამოწურა და "ბერნაბეუზე" მისი ყოფნაც გამოირიცხა. ცხადია, ესპანეთში ყველას რამდენიმე წლის წინანდელი ინციდენტი გაახსენდა, "ბარსელონას" შემადგენლობაში პირველად გაჩემპიონებულმა ეტოომ ინჩასებით გადაჭედილ "კამპ ნოუზე" მიკროფონს რამდენჯერმე რომ ჩაჰყვირა, მადრიდელო ნაბიჭვრებო, ნამდვილ ჩემპიონებს მიესალმეთო. ახლა სამუელს "ნაბიჭვრების" საჩემპიონოდ პატივისცემა უწევდა და...

"ეგ სისულელეა. მეუბნებით, რომ ის ყვითელი ბარათი განზრახ, "ბერნაბეუს" მატჩის თავიდან ასაცილებლად მივიღე. მსგავსი მონაჩმახი ცხოვრებაში არ მომისმენია. სტადიონზე არ ვიქნები, მაგრამ "ბარსას" მაინც სულით და გულით ვუქომაგებ" - აღნიშნა გაღიზიანებულმა ეტოომ პრესკონფერენციაზე.

აფრიკელთან ერთად, ფრანკ რაიკარდის ბანაკი ასევე დაჯარიმებულ დეკუს მოისაკლისებს. არ იქნებიან ტრავმირებული ანდრეს ინიესტა და გაბრიელ მილიტო. იაია ტურეს ბურთაობაც საეჭვოა.

"რეალს" კანავარო და ჰაინცე არ ჰყავს, ორივე დისკვალიფიცირებულია.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com