"სარბიელი"
# 102
ოთხშაბათი, 7 მაისი, 2008 წელი

პეკინის გზა რომზეც გადის

ლექსო მაისურაძე

დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოთხი ფალავანი იტალიაში გაემგზავრა სალიცენზიო ტურნირზე, რომელიც 9-11 მაისს გაიმართება რომში. ლიცენზიის მოპოვებას ლაშა გოგიტაძე (55 კგ), მუხრან მაჭუტაძე (66 კგ), მანუჩარ კვირკველია (74 კგ) და რევაზ ჭელიძე (მძიმე) შეეცდებიან. დანარჩენ წონებში, როგორც იცით, ლიცენზიები უკვე გვაქვს, რომში კი ჩინეთის საგზურს თითოეულ წონაში საუკეთესო ოთხეული მიიღებს. თუ ვინმეს იტალიაში ფეხი დაუცდება, მაშინ საპეკინოდ კიდევ რჩება შანსი. თვის ბოლოს კიდევ ერთ სალიცენზიო ტურნირს სერბეთი უმასპინძლებს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com