|
|
"სარბიელი"
დავით კვირკველია ვიცე-მარცხენაა
კახა შალამბერიძე
რუსულ პრემიერლიგაში რიხით გადასულ დავით კვირკველიას კვლავაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ყაზანის "რუბინის" ქართველი ლეგიონერი "სპორტ-ექსპრესის" რეიტინგში მეორე ადგილზეა მარცხენა მცველებს შორის. კვირკველიას 5,75 ქულა აქვს და 0,08 ქულით ჩამორჩება ზენიტელ რადეკ შირლს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენაფლანგელი პრემიერლიგის ახალწვეულთა საუკეთესო ხუთეულშიც ინარჩუნებს ადგილს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |