"სარბიელი"
# 102
ოთხშაბათი, 7 მაისი, 2008 წელი

გოჩა ხოჯავას საუკეთესო თვე

კახა შალამბერიძე

რუსეთის პირველ დივიზიონში მოთამაშე მახაჩყალის "ანჟიმ", რომლის შემადგენლობაშიც შვიდი ქართველი ირიცხება, შინ მოსკოვის "სპორტაკადემკლუბს" 4:2 მოუგო.

ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ვალერი აბრამიძე და ზურაბ არზიანი. პირველმა სრულად ითამაშა, არზიანი კი 81-ე წუთზე რევაზ ჯიქიამ შეცვალა.

რაც შეეხება მიხეილ აშვეთიას - მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა.

89-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, ჯიქიას დაწყებული კომბინაცია აშვეთიამ გააგრძელა და მისი პასით დააწინაურა გუნდი ჟოსანმა. მეოთხე გოლი კი მახაჩყალელებმა წამატებულ წუთებზე გაიტანეს.

ომარ თეთრაძის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.

"სპორტაკადემკლუბთან" არ უთამაშიათ დისკვალიფიცირებულ გოჩა ხოჯავას, გიორგი ნავალოვსკის და რევაზ ბარაბაძეს.

სხვათა შორის, რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" ხოჯავა აპრილის თვის პირველი დივიზიონის საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად დაასახელა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com