|
|
"სარბიელი"
კარლ ცაისი ჩავარდა
ილია ნანობაშვილი
ქართველების "კარლ ცაისი" ოფიციალურად დაემშვიდობა მეორე ბუნდესლიგას. გუშინ იენელები სტუმრად აუე-სთან 0:5 შერცხვნენ. ჩვენიანთაგან ილია კანდელაკმა სრულად ითამაშა და წინა მატჩის მსგავსად, შემტევი ნახევარმცველი გახლდათ. გიორგი ონიანი ძირითადში იყო და 34-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება გიორგი სეთურიძეს, მან სათადარიგოთა სკამზე გაატარა ორივე ტაიმი. აქვე ვიტყვით, რომ სამივე ქართველი ზაფხულში დატოვებს იენურ კლუბს. რუსულ პრემიერლიგაში კი "რუბინმა" "სპარტაკისგან" 0:3 წაგება დაივიწყა და "მოსკვას" სტუმრად 2:1 სძლია, არადა, თავიდან აგებდა. დავით კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და ლომის წილი დაიდო გადამწყვეტ გოლში, რომელიც 89-ე წუთზე გავიდა - თავზე დაასვა ბურთი რიაზანცევს. ლაშა სალუქვაძე სათადარიგო იყო, ნუკრი რევიშვილი კი ბოლომდე არ მომჯობინებულა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |