|
|
"სარბიელი"
რაღა ბორჯომი და რაღა ომი
ორი წლის წინ ვიტჯორჯიელი პაატა დათუნაიშვილის მეუღლეს ბორჯომის სტადიონის ტრიბუნაზე შეურაცხყოფა მიაყენეს. დათუნაიშვილმაც ვაიგულშემატკივრებს აგინა. დისციპლინარებმა ფეხბურთელი ძალიან მკაცრად დასაჯეს, აი, სტადიონისა კი რა მოგახსენოთ... მოგვიანებით "ბორჯომის" ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, ქალბატონმა ფეხსაცმელი გაიხადა და გულშემატკივრებს დაერია, ჩვენი რეაქცია ოდენ ამის პასუხი იყოო... წლევანდელი თასის პირველი ნახევარფინალური მატჩის მერე ბორჯომელთა მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ხაჩიძე დაიმუქრა, ჩამოვა "ამერი" ბორჯომში და ნახავს, ჩვენი გულშემატკივარი როგორც დახვდებაო... სიტყვის კაცი ყოფილა ხაჩიძე... მსგავსი აგრესია, რაც გუშინ ბორჯომში ვნახეთ, აქამდე არც ერთ სტადიონზე არ გვინახავს და, რაც უფრო დიდი უბედურებაა, სტადიონის ლოჟაში მსხდომნი რიგით მაყურებელს არაფრით ჩამორჩებოდნენ... იყო ხელისა და "დუბინკების" ქნევა და გარტყმა... ნამატჩევს არათუ "ამერის" ავტობუსი, "სარბიელის" მანქანაც კი პატრულის დასაცავი და ქალაქიდან გასაცილებელი გახდა... აი, მსაჯების მანქანას კი ვერავინ უშველა - საბურავები დაუხვრიტეს... ამ დროს კი ზესტაფონში "დინამოს" გოლი სჭირდებოდა, მაგრამ საგოლე ჟინისა ბევრიც არაფერი ეტყობოდა...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |