|
|
"სარბიელი"
სანტა კრუსი არ ემდურის
"ბლექბერნის" ფორვარდი როკე სანტა კრუსი ზაფხულში კლუბის გამოცვლას არ აპირებს. პარაგვაელი თავდამსხმელი პრემიერლიგაში შარშან "ბაიერნიდან" გადავიდა და 23 გოლი გაიტანა. მისით "ჩელსი", "მანჩესტერი", "ლივერპული" და "არსენალი" დაინტერესდნენ. "ჩემი კონტრაქტი სამ წელიწადში იწურება. "ბლექბერნში" არავის და არაფერს არ ვემდური. კარგი იქნება, უეფას თასზე თუ ვითამაშებთ, მაგრამ ამაზე ჩვენ, ფეხბურთელებმაც უნდა ვიზრუნოთ და არა მარტო კლუბის შეფებმა" - განაცხადა სანტა კრუსმა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |