"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

კასანოს სოლდადო მიაბეს

"სამპდორია" ალბათ დაყაბულდება მადრიდის "რეალის" წინადადებას რობერტო სოლდადოს იჯარაზე. ამ გარიგებით გენუელები ანტონიო კასანოს კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებენ, რომელიც ასევე "რეალიდანაა" განათხოვრებული.

მადრიდული კლუბი თანახმაა, დაწიოს კასანოს ფასი ორნახევარ მილიონ ევრომდე, თუ "სამპდორია" რობერტო სოლდადოსაც დროებით წაიყვანს. გენუელთა პრეზიდენტმა რიკარდო გარონმა განაცხადა, რომ აუცილებლად შეეცდება ანტონიო კასანოს დატოვებას.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com