"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

ლევსკიში რეორგანიზაციაა

სოფიის "ლევსკის" მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი და აღმასრულებელი დირექტორი ნასკო სირაკოვი თანამდებობებიდან მოხსნეს, რადგან გუნდმა ცსკა-სთან საჩემპიონო ბრძოლა წააგო.

კლუბის პატრონმა ტოდორ ბატკოვმა განაცხადა, რომ "ლევსკის" ახალ თავკაცს შაბათამდე დაუნიშნავენ.

სტოილოვის ხელში გუნდმა "ოქრო" ზედიზედ ორჯერ 2006, 2007ძ მოიგო და პირველი ბულგარული კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის კარი შეაღო. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე "ლევსკი" ცსკა-ს 16 ქულით ჩამორჩება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com