|
|
"სარბიელი"
ოცნება ექვს მილიონად
ვაჟა ხუციშვილი
ინგლისის პრემიერლიგის კლუბ "უიგანს" ეგვიპტური "ზამალეკიდან" ამირ ზაქის შეძენა სურს. ფორვარდის სანაცვლოდ არაბებს 4 მილიონი გირვანქა შესთავაზეს, მაგრამ მათ ორით მეტი მოითხოვეს. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს. ზაქიმ აფრიკის ეროვნებათა თასზე ოთხი გოლი გაიტანა, ნაკრებში კი 40 მატჩში 21 მოაგროვა. 2006 წელს იგი მოსკოვის "ლოკომოტივში" იყო, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა და სამშობლოში დაბრუნდა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |