|
|
"სარბიელი"
უფულო კაცის აგენტი
ვაჟა ხუციშვილი
"რომას" ხოაკინის გადაბირება მოუნდა, რადგან ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ამ ზაფხულს "ვალენსიადან" წასვლას აპირებს. ნახევარმცველი "ღამურებში" 2006 წელს "ბეტისიდან" გადავიდა და ორმოცდაათზე მეტი მატჩი ითამაშა. ამჟამად "ვალენსიას" ფინანსური პრობლემები აქვს და რამდენიმე ფეხბურთელი წასვლით იმუქრება. მათ შორისაა ხოაკინიც. "ვადასტურებ, რომ იტალიიდან და ინგლისიდან არაერთი წინადადება მივიღეთ. იქაც კარგად იციან "ვალენსიას" უფულობის ამბავი და ამით სარგებლობას ცდილობენ - თქვა აგენტმა ედუარდო ესპეხომ "მარკასთან" საუბარში - რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ფეხბურთელების ფასიც მცირდება, მაგრამ ჯერ უცნობია, თუ რამდენს მოითხოვს კლუბი გასაყიდ მოთამაშეებში". რომაელებს ხოაკინი ამანტინო მანსინის შემცვლელად უნდათ, რომელიც გუნდის გამოცვლას ლამობს. ბრაზილიელის ფასი დაახლოებით 15 მილიონი ევროა. "რომას" გარდა ხოაკინით "ევერტონიც" დაინტერესდა. შეგახსენებთ, რომ "ვალენსიას" ძალიან ცუდი სეზონი აქვს. გუნდმა ესპანეთის თასი კი მოიგო, მაგრამ პრიმერადივიზიონში დასარჩენად იბრძვის.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |