"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

რონალდინიოს კუდი

თითქმის ნაყიდ რონალდინიოზე სილივიო ბერლუსკონისგან მოულოდნელმა უარმა ამ ამბავს კუდი გამოაბა. "მილანის" პრეზიდენტმა კვირას განაცხადა, რომ მათ შეიძინიეს ევროპის საუკეთესო ნახევარმცველი მატიე ფლამინი და "ბარსას" ფეხბურთელი აღარ სჭირდებათ.

28 წლის რონალდინიოს იტალიურ კლუბში 20-მილიონიანი ტრანსფერი უკვე მოგვარებული იყო და უცბად პრეზიდენტმა უარი დაახეთქა.

ესპანური გაზეთ ფვტ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობით, რონალდინიოს კუნთების ისეთი დაავადება აქვს, რომ ძველებურად ვეღარ ათამაშდება.

განახევრებულ ფეხბურთელში ფულის გადაყრა სილვიო ბერლუსკონიმ, ცხადია, არ ისურვა და გარიგებაც ამიტომ ჩაიშალა.

"ფიზიკურად გაცილებით უარესადაა, ვიდრე ხალხს ჰგონია" - თქვა მავანმა ექიმმა ბარსელონის "დელფოსის" კლინიკიდან.

რონალდინიოს თავი დაანება "ინტერმაც" და ერთადერთი მსურველი "მანჩესტერ სიტიღა" დარჩა, რომელსაც ფული არ ენანება და 31 მილიონ გირვანქას გამოდის.

ფვტ-ის და ბრაზილიური "გლობოეშპორტეს" ცნობით, ფებურთელი კლინიკაში კლუბისგან დაუკითხავად მივიდა.

ვაჟა ხუციშვილი



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com