|
|
"სარბიელი"
ჯეიმსი ჯეიმსი დასვეს
ივანე კობიაშვილი
6 მაისი აღმოსავლეთი ბოსტონი 1:0 კლივლენდი ბოსტონი 76:72 კლივლენდი ბოსტონი: გარნეტი 28 ქულა, 8 მოხსნაძ, რონდო 15ძ, კასელი 13ძ, პერკინსი 7 ქულა, 12 მოხსნაძ კლივლენდი: ილგაუსკასი 22 ქულა, 12 მოხსნაძ, შჩერბიაკი 13ძ, ჯეიმსი 12 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი, 10 დაკარგვაძ ჩამოთვლაც არ სჭირდება, ლებრონ ჯეიმსს ისედაც ზეპირად ახსოვს თავისი კრახები: 2004 წელს "ჰიუსტონთან" რეგულარულის რიგით თამაშში ბურთი საერთოდ ვერ ჩააგდო; შარშან "სან ანტონიოსთან" ფინალური სერიის პირველ მატჩში ჩაფლავდა და ახლა, "ბოსტონთან" თამაშში 18 ტყორცნიდან 16 გააფუჭა და მარცხისთვის გაწირა თავისი "კლივლენდი". მარტო ბოლო წუთზე ჯეიმსი ბარე სამჯერ წავიდა გარღვევაზე და სამივეჯერ უშედეგოდ. ააცილა სამქულიანიც... მანამადე ერთ ეპიზოდში ის დრიბლინგით შეიჭრა ბოსტონელთა დაცვის რიგებში, შემართა თავისი დაკუნთული მარჯვენა, ბურთი ზედ კალათთან მიიტანა, თითები აჰკრა და... ააცილა, მიუხედავად იმისა, რომ ხელს არავინ უშლიდა. "ისეთი ბურთები ვერ ჩავაგდე, რომ..." - მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კალათბურთელს სათქმელიც არაფერი ჰქონდა, იმდენად უსუსური გახლდათ ის "ბოსტონ სელტიკსთან" პირველ მატჩში. თანაც 10-ჯერ დაკარგა ბურთი. საზოგადოდ, ეს შეხვედრა მძიმე და ჩახურული გამოდგა, ორივე გუნდი დაცვას უჭერდა და შემტევებიც ამიტომ მოიკოჭლებდნენ. ბოსტონელებმა ლებრონს გზები შეუკრეს და ცხოვრება გაუძნელეს, მაგრამ ასეთივე დღეში იყვნენ სხვებიც, კერძოდ "ბოსტონის" ვარსკვლავები - რეი ალენი და პოლ პირსი. ალენს ქულაც არ გაუკეთებია, პირსმა კი 14 სროლიდან 12 გააცუდა და თამაშიც ამიტომ დამთავრდა ასეთი მწირი ანგარიშით. ისევ მეფარეები თუ ახერხებდნენ რაღაცას - მასპნძელთაგან კევინ გარნეტი, სტუმართაგან კი ჟიგი ილგაუსკასი. მაგრამ სურათი ალბათ მეორე თამაშიდან შეიცვლება, პერიმეტრიც გაიხსნება, ლებრონიც ალბათ გონს მოვა, ალენ-პირსიც ჩააგდებენ ჩასაგდებს და თამაშიც უფრო ამოდ სანახავი გახდება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |