"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

რაინდი ესე არს... ზურაბ ჭინჭარაძე არ გაფრანგდება

ნოდარ ებრალიძე

ზურაბ ჭინჭარაძემ "სარბიელის" რედაქციას დანაპირები შეუსრულა: შარშან ზაფხულს საფრანგეთიდან გამოგვიგზავნა სომიურის საცხენოსნო სკოლის პედაგოგის, საფრანგეთის არმიის მაიორის, საპატიო ლეგიონის ორგზის კავალერის ივანე ვაჩნაძის პორტრეტი; მერე კი მის ძველ მეგობრებთან მოიძია სხვა ფოტოებიც და უკვე კიევიდან სააღდგომოდ ჩამოსულმა გადმოგვცა.

ამ ფოტოებზე ივანე ვაჩნაძე ამხედრებულია. ერთზე, უფრო ადრინდელზე, აღბეჭდილია 1964 წლის ოლიმპიადაზე საფრანგეთის ნაკრების სპორტსმენის, ბრინჯაოს მედლის მფლობელის პიერ დიურანის ბედაური "გულიანო", რომელიც ვაჩნაძემ მოამზადა. ესაა ნამდვილი სამჭიდის მებრძოლი, "ფრანგულ ცხენად" წოდებული ძირითადად, ადგილობრივი ანგლოარაბების შემდგომი სელექციით გამოყვანილიძ, დიდი საველე დატვირთვისთვის გაწაფული, "გაწურული", როგორც ჩვენს მთაში იტყვიან. მეორე ფოტო მხედრის ერთ-ერთი ბოლო სურათია ი. ვაჩნაძე 1976 წელს გარდაიცვალაძ. აქ იგი საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის მრჩევლის ცხენს ავარჯიშებს მანეჟზე - ფოტოებისთვის დიდი მადლობა; მაგრამ როგორ დამთავრდა შენი, თითქმის ერთწლიანი სწავლა სომიურის სკოლაში.

- ყველაფერი კარგად იქნებოდა, უკან კიევში დაბრუნებისას საკუთრი 9 წლის ფაშატი რომ არ დამღუპოდა. ჰანოვერული ჯიშის იყო, დაბრკოლებათა გადალახვისთვის უკვე საფუძვლიანად მომზადებული და გაწვრთნილი საგამოცდო კონკურში, 140 სმ სიმაღლეზე, 64 მონაწილეს შორის მეორე ადგილზე გავედითძ. უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე გადმოყვანისას, ჩვეული სასაზღვრო პროცედურების გამო, ცხენსაზიდზე აგვისტოს პაპანაქებაში დიდხანს გააჩერეს, დაისიცხა და მერე კიევში ვეღარ გამოვაბრუნეთ; თორემ სხვა მხრივ სამდურავი არ მეთქმის. მივიღე ცხენოსნობის მწვრთნელის დიპლომი - კლასიკური ცხენოსნობის სამივე სახეობაში (გაწვრთნილობა, კონკური, სამჭიდიძ. ჩვენი ჯგუფის 6 წევრიდან ხუთმა დახელოვნების |||| საფეხურს მივაღწიეთ აქ ამ ხარისხებს "გალოპს" უწოდებენძ. ფრანგული კლასიფიკაციით მხედრის ტექნიკური მომზადება 9 საფეხურით განიზომება. ამ სკოლაში რომ მიგიღონ, || გალოპის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე. უშუალოდ სპორტული შედეგები ცალკე აღინუსხება და მათი კვალიფიკაცია ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ხელთაა.

- გერმანული პრინციპი თითქოს უფრო მარტივია...

- შეიძლება, მაგრამ ფრანგულშიც ისეა ყველაფერი დაკონკრეტებული, რომ არც სპორტსმენებს და არც გამომცდელებს რამე სირთულეს არ უქმნის. ჩასაბარებლად ვიდეომასალა გავაგზავნე უკრაინის სპორტულ ასპარეზობებზე გადაღებულიძ. მაგრამ ეს სწავლების პირველ ეტაპს აკმაყოფილებს. მეორე ეტაპის წარმატებული გავლა ინსტრუქტორის წოდებას განიჭებს. აქ უკვე საგამოცდოდ კონკურსის გავლა გმართებს და აუცილებლად ფრანგული წერა-კითხვა უნდა იცოდე. "წერა" კი მეცადინეობების აღწერა-გაანალიზებას, რეფერატების შედგენასაც გულისხმობს. ამიტომაც, დავბრუნდი თუ არა კიევში, ფრანგულს ვსწავლობ, სომიური აღარ მეთმობა, ეგებ 2009-ისთვის შევძლო კიდეც ჩაბარება.

- მანამდე...

- მანამდე ვიმუშავებ. ევროსაბჭოს პროექტში ჩამრთეს მეცხენეობის ექსპერტად. ეს პროექტი ევრაზიის ტრამალების რეაბილიტაციის საკითხებს ამუშავებს.

- უცხენოდ დარჩენა არ გიჭირს.

- სულ უცხენოდაც არ ვარ. აქაურმა ახლობელმა მხედრებმა გამიწიეს რეკომენდაცია ცხენოსნობის მოყვარულებთან. ბედი არ გინდა. 2009-მდე მომიწია სომიურში ჩასვლა! უკრაინელი ბიზნესმენია, ვიაჩესლავ კაიპეცკი; 52 წლის ვაჟკაცია, ძველი მორაგბე, სპორტის ოსტატი, პრეზიდენტის მრჩეველიცაა. იმის 5 წლის ფაშატს ვავარჯიშებ, "უპეგეა" - "უკრაინული ჯიშობრივი ჯგუფი", "ფანტაზია" ჰქვია. კაიპეცკი გულღია, ხალისიანი კაცია. სომიურის ამბები მაამბობინა. მერე თავისი სურვილიც გამანდო: საცხენოსნო ეროვნული სკოლის გახსნა სწადია, კლასიკური სახეობების, მაღალი დონის... ფასიანი იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ნიჭიერ, ხელმოკლე ოჯახის ბავშვებსაც ვუპატრონებო .ეგებ სომიურელები დაგვეხმარონ ოპტიმალური მოდელის შემუშავებაში, თუ შეგიძლია დამაკავშიროო. დაველაპარაკე დომინიკ ზიგვარდს, ჩემს უშუალო მწვრთნელს. უმალ ამოქმედდა; გვიპასუხა, ასე მითხრეს უფროსებმა, სახელმწიფო დონეზე აჯობებს საქმის დაწყებაო. უკრაინის პირველი პრეზიდენტის კრავჩუკის ამჟამად დეპუტატიაძ მიმართვა წავიღეთ. სამნი წავედით, ახლახან, აპრილის თვეში: კაიპეცკიმ უკრაინელი მხედარი, სამჭიდელი მიხაილ პავლიუჩენკოც წამოიყვანა. ჩემზე 4-5 წლით უფროსია, 40 წლის ძლიერი სპორტსმენია.

ის სურათები, აქ რომ გაჩვენეთ, სკოლის ძველი შეფმხედრის, გამოჩენილი ფრანგი სპორტსმენისა და თეორეტიკოსის, გენერალ მარგოს ქვრივმა საოჯახო ალბომიდან გადმომცა შარშან. მერე კიევში ხარისხიანად ამომიბეჭდეს. ჩარჩოებში ჩავსვი და სომიურში წავიძღვანიე. მაშინვე მიუჩინეს ადგილი სასწავლო კაბინეტებსა და ვაჩნაძის მემორიალურ აუდიტორიაში. ჩემი თანამგზავრები ცოტა გაკვირვებულებიც კი დარჩნენ ფრანგების მასპინძლობით. ცხენებიც გვიჩვენეს სახელმწიფო თავლიდან. უკრაინელებს არ ეძვირათ - კარგი, გაწვრთნილი სპორტული ბედაური 6 000 ევრო დაგიჯდებათო. კაიპეცკის განზრახვას ანალოგიც აღმოაჩნდა. ადრე სომიურის ესპანელ კურსდამთავრებულს რამდენიმე წლის წინ გაუხსნია თავისი სკოლა, რომელიც ახლა სახელმწიფო საცხენოსნო სასწავლებლად იქცა.

- ასე რომ, ახალი სერიოზული სამსახურიც გიშოვნია და ეგაა... გეგმები ხომ არ შეგცვლია.

- პირიქით. ისე მოეწონათ სომიური, რომ პავლიუჩენკოც აპირებს 2009-იდან მწვრთნელთა კურსზე ჩაბარებას. ასაკი რა მოსატანია, ეს ცხენოსნობაში სავსებით ნორმალური ამბავია. მართალია, კაიპეცკიმ ისიც მითხრა, ჩემთან თუ იმუშავებ, სკოლის ხარჯებს მე გადაგიხდი და სამჭიდის ცხენსაც გიყიდიო, მაგრამ მირჩევნია, საკუთარი თავის იმედად ვიყო. ჯერ ერთი, ინსტრუქტორის კურსი, რადგან სწავლას ვაგრძელებ, ჩემთვის უფრო ნაკლები ეღირება; საკუთარი ცხენის ყოლას რა სჯობია, მაგრამ ასეთი ფუფუნება საქართველოში ჩამოსვლას ხომ კიდევ რამდენიმე წლით გადამადებინებს.! იმ პატიოსანმა კაცმა სწავლის ფულიც გადამიხადოს, ცხენიც მიყიდოს და მერე ვუთხრა, იცით რა, ვიაჩესლავ ალექსანდროვიჩ, ნოსტალგია მომეძალა, თანაც ახალი ტრანსფერი ვიშოვე და შინ უნდა დავბრუნდე-მეთქი. მხედრები ასე არ იქცევიან...

- მაგრამ ამ კურსის შემდეგ სხვა, უფრო მაღალი სასწავლო საფეხურიც ხომ არ არსებობს.

- როგორ არა, მაგრამ ეს სასწავლო კურსი არაა. ეს სკოლის რჩეულ პედაგოგთა, სპორტსმენთა 40-კაციანი გუნდია - "შაოსანი მხედრები", რომლებიც სკოლის, საერთოდ ფრანგული ცხენოსნობის, რაინდობის ტრადიციებს აგრძელებენ. რაოდენობა უცვლელია, სხვადასხვა გარემოებათა გამო გამოკლებულების ადგილს ახალი, ღირსეული კანდიდატები იკავებენ. ამჟამად ამ გუნდში 2 ქალია. ყველაზე ხანდაზმული მხედარი 62 წლისაა თუმცა დიდხანს არ აპირებს მწყობრის მიტოვებასძ, უმცროსი - 35-ისა.

ესენი ძველი რელიგიურ-რაინდული ორდენების სულისკვეთებით ანთებული პიროვნებები არიან. მათ არავითარი მატერიალური პრივილეგიები არ გააჩნიათ. ხელფასსაც საშუალო დონის ფრანგ მოსამსახურეებზე, სულაც სკოლის რიგით თანამშრომლებზე მეტს არ იღებენ. უცხოელები თითოოროლა თუ გარეულა ამ ჯგუფში.

ნამდვილად შევეცდებოდი ამ ჯგუფში მოხვედრას. ეს იქნებოდა ჩემი სპორტული და მორალური იდეალის აღსრულება; მაგრამ ამისთვის უნდა "გავფრანგდე", იქ უნდა დავრჩე, ეს კი სულაც არ შედის ჩემი ოჯახის სამომავლო გეგმებში.

ცხენოსნობისა და რაინდობის კავშირი, მადლობა ღმერთს, არც ქართული მხედრული სკოლისთვისაა უცხო...

-"რაინდი ეს არს ცხენთა გამწურთელი", - ამბობს სულხან-საბა ორბელიანი...

- ჰოდა, მით უმეტეს, აჯობებს, სამშობლოში შევეცადო ჩემს ცხოვრებისეულ მიზანთან მიახლოება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com