"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

ნაბიჯი ჩემპიონობამდე

ლექსო მაისურაძე

მაკედონიის ხელბურთელთა ჩემპიონატი ფინიშისკენ მიდის და ჩვენებური რევაზ ჭანტურიას "მეტალურგი" ჩემპიონობას სულ უფრო უახლოვდება. სეზონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და "მეტალურგი" მთავარ კონკურენტ "ვარდარს" სამი ქულით უსწრებს. უახლოესი ტური 10 მაისს გაიმართება. რეზოს გუნდი მე-4 ადგილზე მყოფ "პრესპას" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება. თუ ისე მოხდა, რომ "პრესპას" ვერაფერი მოუხერხეს, მაშინ რეზოსა და მის თანაგუნდელებს ბოლო ტურში, 24 მაისს, მესამე ადგილზე მყოფ "მლადოსტთან" მოუწევთ საჩემპიონო თამაშის გამართვა.

"მეტალურგს" კარგი შანსი აქვს, წლეულს დუბლი გაახერხოს და ჩემპიონობის გარდა თასსაც გამოჰკრას ხელი. მაკედონიის თასის ფინალში მათი მეტოქე დაუძინებელი მტერი "ვარდარი" იქნება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com