"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

ქართული შვიდქალა ბოსნიაში: ბზიკების პირველი ევროპული

გუშინ ქართველი მორაგბე ქალები ბოსნია-ჰერცოგოვინაში გაფრინდნენ, სადაც იქაურ ზენიცაში დღეს ორდღიან რაგბობაში ჩაერთვებიან.

დავაკონკრეტოთ: ზენიცაში საქართველოს შვიდქალა ნაკრები გაფრინდა, რათა ევროპული შვიდქალა რაგბის სერიის ერთ-ერთ ეტაპზე ითამაშოს. ჩვენთვის ესეც მოვლენაა, რაკი ძნელად, ტრადიციული 15-ქალა რაგბისთვის ჯიგრიანი ქალები მოიძებნოს და მეორეც - ზენიცას ტურნირი ქართველი გოგოების პირველი ნაღდი სერიოზული გამოცდაა. აქამდე ზურაბ დუგლაძის გაწვრთნილი "ბზიკები" ოდენ მეზობელ აზერბაიჯანელ დიაცებთან სპარინგებით ირთობდნენ თავს.

ზენიცაში სულ თორმეტი ნაკრები ირაგბებს, რომლებიც ორ ექვსგუნდა ჯგუფად დაიყვნენ. პლეი ოფში ჯგუფის სამი მოწინავე გადის, ჩარჩენილები კი მისხალი სარეიტინგო ქულებისთვის იბრძოლებენ.

კენჭისყრით ქართველი "ბზიკები" რუმინეთის, ხორვატიის, ავსტრიის, ისრაელის და მასპინძელი ბოსნიის ნაკრებებთან მოხვდნენ. მეორე ჯგუფი კი ლიტველმა, ბულგარელმა, ფინელმა, ლატვიელმა, სერბმა და სლოვენიელმა ქალებმა შეადგინეს.

ზურაბ მიგრიაული

საქართველოს ნაკრები

ნინო არაბული

ნინო დევიძე

ნათია მესხი

თამთა მთვარაძე

ოლია ნაცვლიშვილი

ანა პოღოსიანი

მაკა ტყებუჩავა

მარიამ ქველიძე კაპძ

თამარ ჩხუბიანიშვილი



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com