"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

9 მაისი მძლეოსნობის დღეა

ლექსო მაისურაძე

9-10 მაისს ეროვნულ სტადიონზე მსოფლიო მძლეოსნობის დღის აღსანიშნავად ჭაბუკთა და გოგონათა შეჯიბრი მოეწყობა. ეროვნულზე 21 რაიონიდან ჩამოსული 1991-92 წლებში დაბადებული მძლეოსნები მოიყრიან თავს. ტურნირში გამარჯვებულთა მონაცემები ევროპის მძლეოსნობის ფედერაციას გაეგზავნება და დიდი შანსია, ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის სანახავად უფასოდ გაემგზავრონ. მსოფლიოს მძლეოსნობის დღე საქართველოში 1999 წლიდან ტარდება და მას უკვე ტრადიციული სახე აქვს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com