"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

ბობოს ჰალი

ჩემპიონლიგის "ჰალ სიტის" მენეჯერ ფილ ბრაუნს კრისტიან ვიერის გადაბირება სურს. "თაიმსის" ცნობით, ბრაუნი უკვე დაუკავშირდა "ბობოს", რომელმაც მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. 34 წლის ვიერი სეზონის ბოლოს "ფიორენტინადან" მიდის, მაგრამ კარიერის დასრულებას არ აპირებს. "ჰალის" მენეჯერის სიაში ჟუნინიო პაულისტა და ჯეი ჯეი ოკოჩაც არიან.

კრაუჩი გაორმაგდა

"პორტსმუთი" პიტერ კრაუჩს არ ეშევება და "ლივერპულს" რვა მილიონ გირვანქას სთავაზობს. ცოტა ხნის წინ პორტელები ოთხ მილიონს იმეტებდნენ, მაგრამ "ლივერპულისგან" უარი მიიღეს, ახლა თანხა გააორმაგეს და პასუხს ელიან. თუ კრაუჩი "პორტსმუთში" გადავა, ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და კვირაში 75 ათას გირვანქას გადაუხდიან.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com