|
|
"სარბიელი"
იაშვილი ორეულში
კახა შალამბერიძე
გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში "კარლსრუე" - "კოტბუსის" (1:1) მატჩის შემდეგ, "კარლსრუეს" გულშემატკივრებმა ალექსანდრე იაშვილი ორ საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელეს. კლუბის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით, ამ მატჩში "კარლსრუეს" გამორჩეულ მოთამაშედ ნახევარმცველი შტეფან ბუკი აღიარეს (ხმების 34 პროცენტი). იაშვილს მხარი 20-მა პროცენტმა დაუჭირა. სულ გამოკითხვაში 4 354 ქომაგი მონაწილეობდა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |