"სარბიელი"
# 105
შაბათი, 10 მაისი, 2008 წელი

ტოტალიზატორი 1x2 ამფსონები

-აი, ძმაო, ჩემი თუ არა გჯერა, ინგლისის რუკას დაუჯერე, შანსი არაა, უეჭველი დაუწვება.

-შენ იგროკი ხარ თუ ქრისტეფორე კოლუმბის გემიდან გადმოგაგდეს, რუკით რო მელაპარაკები.

-მე, ჯიგარო, კოლუმბი არ გამიგია, მარა გეოგრაფიულზე ვსწავლობდი და პირველი კურსის ბოლო წუთზე გამაგდეს დროის გაყვანისთვის.

-რუკა რად გინდა.

- ფეხბურთი მარტო სპორტი და ბიზნესი აღარაა, ჯიგარო, ფეხბურთი გეოგრაფიაა. "მანჩესტერს" რო ხვალ უიგანში გასვლა აქვს ხო იცი. ჰოდა, ცვეტში მოგება რო უნდა, ეგაც ხო იცი. ნახე, ჩემი, რა გენოსი ვარ, რა ვიპოვე.

აზრზე ხარ, რა ხდება. მანჩესტერიდან უიგანამდე 35 კილომეტრია. კუშიც "მანჩესტერს" მოგებაზე 1,35 უწერია. ჯიგრულად ჩახუტებული ქალაქებია.

არ გააბაზრო თორე დაიგრუზება. "უიგანი" უეჭველი დაუწვება. 1000 დოლარი დღესვე უნდა ვისესხო და შევაგდო და თუ ვერ ვიშოვე, ხვალ დედაჩემს ლარიანს მაინც გამოვართმევ ისე, რომ მამაჩემმა ვერ გაიგოს. რაც მე გამაზვა დავიწყე, მამაჩემი შავ პალასაზე დაჯდა და ყომარს მიშლის. "მანჩესტერის" ორიანს დავწერ, სანამ კუშს დაუწევენ.

- შენ ბურთი გლობუსში ხო არ გერევა. მაგ რუკას კარაქი წაუსვი და ვინც პირველი კურსის ბოლო წუთამდე გაგაჩერა, იმას აჭამე, გაიგე. ვაააფშე ფუტბოლის აზრზე არა ხარ. რო გაგიშლია რუკა ნაპოლეონივით, აბა კარგა დააკვირდი, უიგანი ლივერპულიდან შორსაა.

-ვა! ეგაც ახლო ყოფილა, მარა მე, ჯიგარო, "მანჩესტერის" ორიანს ვაწვები და ლივერპული სუ არ მეაძინიქსება.

-შენ ვერა ხედავ, რო კუშებისგან სუ გამოტაიმბოლდი. არ მიქარო და "მანჩესტერის" ორიანი არ დაწერო. ჩემი ძმაკაცი ლივერპულში ცხოვრობს. გუშინ დამირეკა და მითხრა, რო ლივერპულთან, პორტში კვირაზე მეტია, რომან აბრამოვიჩის იახტა აბირჟავებს. იახტიდან ბიჭები მეშოკებით ფულს უიგანში ეზიდებიან.

რომანა ძია თურმე მილიარდ დოლარს - წვრილი კუპიურებით - იხდის "უიგანის" მოგებაში, შენ კიდე მეუბნები დედაჩემს ლარიანი უნდა გამოვართვაო. აბა, რა გეგონა, აბრამოვიჩი ჩუკოტკაში იურტაში ზის და ირმის ტყავს ამარილებს.

-ჯიგარო, მიდი ერთი სარკეში ჩაიხედე, იქსდვას რო დაემსგავსე, რა იახტა, რის ირემი! ორ შენ ძმაკაცს დაურეკე და ჰკითხე, რქები ხო არ ამოგსვლია. გეუბნები უეჭველი ორიანია-მეთქი და თუ გინდა ქვითრის წილში შემოდი, თორე ვიცი, ორშბათს გნახავ, როგორც ბევრჯერ მინახიხარ, დახეული ბილეთებით ცრემლს რო იმშრალებ და პირიდან ცრემლისგან დამლაშებული გინება რო ამოგდის.

-არ მინდა, სუ არ ჩავწერ "მანჩესტერს" ქვითარში, მარა მამაშენი ცემას რო დაგიწყებს, მე არ დამირეკო, გაიგე.

კუში კოშმარია

* *

ჩემი ბილეთი:კოეფ. 001 ლუის ჰემილტონს ბოქსებში ჩაეძინება 10, 75

სავარაუდო მოგება: ბოლიდის საჭე

მომდევნო ამფსონებში შეიტყობთ თუ რატომ გადააკეთა ჯონ ტერიმ "კონკორდიას" ორიანი იქსდვად.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com