"სარბიელი"
# 105
შაბათი, 10 მაისი, 2008 წელი

ჯერ-არ-დი

პაპუნა კედია

მილანის "ინტერი" "ლივერპულს" სტივენ ჯერარდის სანაცვლოდ 25 მილიონ გირვანქას აძლევდა, მაგრამ მერსისაიდელებმა იტალიელი მყიდველი უარით გაისტუმრეს. ცნობჭისთვის: 25 მილიონი გირვანქა 48,75 მილიონი ამერიკული დოლარი ან 31,70 მილიონი ევროა.

ამბავი "ინტერის" ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა:

"მომავალი სეზონისთვის დიდი სიახლე გაჭირდება და სწორედ ჯერარდი გახლდათ ჩვენი ფიქრების ცენტრში, მაგრამ "ლივერპულმა" მეტისმეტი კატეგორიულობით განგვიცხადა, რომ ის არ იყიდება. რასაკვირველია, ალტერნატივათა მთელი სია მოგვეპოვება, მაგრამ თუკი ლივერპულში დამოკიდებულებას შეიცვლიან და თავიანთი კაპიტნის გაყიდვას მაინც გადაწყვეტენ, მზად ვართ, მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდეთ".

რამდენადაც ცნობილია, ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, "ინტერი" ჯერარდის შეძენას რომ ცდილობს. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაში "ინტერი" და "ლივერპული" მეტოქეები იყვნენ და მილანელებმაც სწორედ მაშინ მიმართეს პირველად 27 წლის ინგლისელს. ეს თებერვალში მოხდა.

და კიდევ ერთი იტალიურ-ლივერპულური ამბავი: "იუვენტუსს" მერსისაიდელთაგან ხაბი ალონსოს ყიდვა სურს და ამ ფეხბურთელში 15 მილიონ გირვანქას იხდის, თუმცა ტურინელებს დიდი კონკურენტიც ეყოლებათ - "ბარსელონა". საქმე ის გახლავთ, რომ "ბარსას" სათავეში მომავალი სეზონიდან ალონსოს დიდი ფანი, ხოსეპ გვარდიოლა მიდის.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com