|
|
"სარბიელი"
...და ისევ ბრაიანტი
მას შემდეგ, რაც გამორჩეულ მოთამაშეებს ინდივიდუალური პრიზები ჩამოურიგდათ, ნბა-მ სიმბოლური გუნდების შედგენა იწყო. 127-მა საკალათბურთო ჟურნალისტმა ხუთშაბათს სეზონის სამი გუნდი დაასახელა. პირველში თავისთავად მოხვდა სეზონის უძვირფასესი მოთამაშე კობი ბრაიანტი, რომელსაც ეს პატივი 12-წლიან კარიერაში მეექვსედ ერგო. პირველ გუნდში მეოთხედ შეირჩა "ბოსტონის" ლიდერი კევინ გარნეტი, "კლივლენდის" ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი კი ჟურნალისტებმა მეორედ დაასახელეს თავის ამპლუაში საუკეთესოდ. პირველ ხუთეულში პირველად მოხვდნენ "ნიუ ორლენის" გამთამაშებელი კრის პოლი და "ორლანდოს" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი.
პირველი ხუთეული კრის პოლი (ნიუ ორლეანი) კობი ბრაიანტი (ლეიკერსი) ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) კევინ გარნეტი (ბოსტონი) დუაიტ ჰოვარდი (ორლანდო) მეორე ხუთეული სტივ ნეში (ფინიქსი) დერონ უილიამსი (იუტა) დირკ ნოვიცკი (დალასი) ტიმ დანკანი (სან ანტონიო) ამარე სტუდემაიერი (ფინიქსი) მესამე ხუთეული მანუ ჯინობილი (სან ანტონიო) ტრეისი მაკგრეიდი (ჰიუსტონი) პოლ პირსი (ბოსტონი) კარლოს ბუზერი (იუტა) იაო მინი (ჰიუსტონი)
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |