"სარბიელი"
# 105
შაბათი, 10 მაისი, 2008 წელი

ტოპალოვმა არონიანი დატორა

ლაშა გეგეჭკორი

სუპერტურნირის ორგანიზატორმა სილვიო დანაილოვმა შეჯიბრის გახსნაზე ქვეყნის პრეზიდენტი გეორგ პარვანოვი დაპატიჟა და დიდი ზარ-ზეიმიც მოაწყო. დანაილოვი ტურნირს უკვე მეოთხედ ატარებს, წინა სამი გათამაშება კი მისმა ჯილამ, ვესელინ ტოპალოვმა მოიგო.

ტურნირზე დიდოსტატებისთვის სპეციალური წესებია და ყაიმის თქმა სათამაშო სიტუაციაში ეკრძალებათ.

"ქ-ეუდ მასტერსზე პარტიათა უმეტესობა ყაიმით არ დასრულებულა, ასეთი შედეგით კი ბევრი სუპერტურნირი ვერ დაიკვეხნის" - განაცხადა დანაილოვმა - პროფესიონალებს არ მოსწონთ "სოფიის წესები", რადგანაც ბოლომდე დახარჯვა ეზარებათ და პარტიის მალე დასრულება სურთ".

ყაიმი არც პირველ ტურში ყოფილა და ცხრილის სათავეში ერთბაშად სამი მოჭადრაკე მოექცა. მნიშვნელოვანი ქულა აიღო ტოპალოვმა, მან შავი ფიგურებით ტურნირის მეორე ნომერი ლევონ არონიანი დაამარცხა.

წლეულს სომეხი დიდოსტატი ბულგარელს თეთრებით სამჯერ შეხვდა და ყველა მოუგო. სპეციალისტები ლევონს ახლაც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმც ტოპალოვმა მათ ცივი წყალი გადაასხა და ნავსიც გატეხა.

მოჭადრაკეებმა ინგლისური დებიუტი გაითამაშეს, ცენტრში მხედრები გამოიყვანეს და გაცვლებს შეუდგნენ. არონიანი ლაზიერის ფრთაზე გააქტიურდა და ეტლებით დაარტყა მეტოქეს, თუმც ვერაფერი ავნო და ცენტრიც დაკარგა. ბულგარელმა 28-ე სვლაზე დედოფლით შეუტია სომეხს, მეფის დაცვა მიუნგრია და ორი პაიკით დაწინაურდა. უმრავლესობაში დარჩენილმა ტოპალოვმა იერიშები გააძლიერა, პიაკების გაყვანა დაიწყო და მე-60 სვლაზე იმარჯვა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com