|
|
"სარბიელი"
ქართული ბრაზილია ბრაზილიასთან მთავრდება
ბაჩო სვანიძე
პლაჟის ფრენბურთში, პრაღაში მიმდინარე ღია პირველობა ჩვენი წყვილისთვის გეორ-გიასთვის ორდღიანი გამოდგა. გუშინწინ გეორ და გიამ, იმავე რენატომ და ჟორჟიმ პირველი მატჩი კი მოიგეს, მაგრამ მერე თვისტომ ბრაზილიელებთან რიკარდოსთან და ემანუელთან წააგეს. რაკი ძირითად ბადეში ერთი წაგება ეპატიებათ, გეორ-გიამ ბრძოლა განაგრძეს, თუმც ტურნირის პირველ ნომრებს, ასევე ბრაზილიელებს, ჰარლის და პედროს გადაეყარნენ, 40 წუთში 0:2 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ. სხვათა შორის, რიკარდო-ემანუელის და ჰარლი-პედროს წყვილი პეკინის ოლიმპადაზე ჩვენების ძირითადი კონკურენტები არიან და მათთან ძალების მოსინჯვა საპეკინოდ ძალიან წაადგებათ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |