|
|
"სარბიელი"
კარგია, რომ პროფესიული ფეხბურთის ლიგა საქმისთვის მსვლელობის მისაცემად ალტერნატიულ გზებს ეძებს
მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს პროფლიგა, "კოლხიდას" ჩანაწერი რომ არ ჰქონდეს?! ინციდენტი მოხდა, სამი სარბიელელი მომხდარის თვითმხილველია, არსებობს ფოტომასალა, მატჩს ჰყავდა დირექტორი და მსაჯთა დამკვირვებელი, ჰყავდა მსაჯებიც, რომელთა მანქანასაც საბურავები დაუჭრეს და მაინც - საქმის განხილვა იმაზეა დამოკიდებული, გადაიღო თუ არა ტელეკომპანიის ოპერატორმა საჭირო კადრები...
ორი წლის წინ "ბორჯომის" უსაფრთხოების ოფიცერმა მატჩის არბიტრს პანღური ამოჰკრა. ეს ამბავი გუშინდელ "სარბიელში" გავიხსენეთ. მაშინ ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის შეფს ამირან კაჭახიძეს კომენტარი რომ ვთხოვეთ, აი, ეს გვითხრა: ამ მატჩს თავად ვესწრებოდი და ინციდენტი ამიტომაც გახმაურდა. ვიცი, რომ სხვაგან და სხვა დროსაც ხდება მსგავსი ფაქტები, მაგრამ იჩქმალება. აუცილებლად მკაცრად მოვთხოვთ პასუხს მსაჯებსაც, დელეგატებსაც და დამკვირვებლებსაც, ვინც პრინციპულ პოზიციას არ დაიკავებს. არ ვიცი, რამდენ ხანს მომიწევს ამ სამსახურში ყოფნა და მომავალში ვინმეს გამოსწორების იმედად ვერ ვიქნები: მე ყველაფერს დღესვე მოვითხოვ! ბატონი ამირანი ამ სამსახურში დღესაც მუშაობს, ხოლო იმ დღიდან, როცა მსაჯებს, დამკვირვებლებს და დელეგატებს პრინციპულობა მოსთხოვა, 845 დღეა გასული...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |