"სარბიელი"
# 105
შაბათი, 10 მაისი, 2008 წელი

კანდელაკზე ფრაიბურგი გაამხილეს

ილია ნანობაშვილი

მეორე ბუნდესლიგის დამთავრებამდე ორი ტური დარჩა, "კარლ ცაისი" კი უკვე გავარდნილია. სად წავლენ გიორგი სეთურიძე და გიორგი ონიანი, ვერ გეტყვით, აი, იენელთა მესამე ქართველ ილია კანდელაკს კი მსურველი კლუბი გამოუჩნდა - "ფრაიბურგი".

გარიგების შანსი დიდია, რადგან კანდელაკს და "კარლ ცაისის" სხვა ქართველებსაც ისეთი კონტრაქტები აქვთ, რომ რეგიონლიგაში გავარდნის შემთხვევაში გუნდს ტოვებენ. რაც შეეხება "ფრაიბურგს", მეხუთე ადგილზეა და ბუნდესლიგაში გადასვლის მცირე შანსი აქვს.

და თუ კანდელაკი "ფრაიში" გადავა, იქ ოთარ ხიზანეიშვილი ვერ დახვდება, რაკიღა იგი უეჭველად შეიცვლის კლუბს. თუმც ზაფხულში "ფრაიბურგის" ძირითად გუნდში გადასვლის პერსპექტივა ახალგაზრდა დავით თარგამაძეს აქვს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com