"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

კიევური სიო ასათიანისთვის

საქართველოს ნაკრების ლიდერთაგანი მალხაზ ასათიანი ეგებ კიევის "დინამოში" გადავიდეს.

ყოველ შემთხვევაში, კიეველთა მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის სურვილი ასეთია, დანარჩენი კი თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებასა და კლუბების მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული.

ასათიანს ტრავმების გამო ბლომად დრო გაუცდა და რა გასაკვირია, მოსკოვური კლუბის ძირითად შემადგენლობაშიც მუდმივად რომ ვეღარ ხვდება. ჰოდა, კიევური შეთავაზება, ერთი შეხედვით, მისწრება უნდა იყოს, რაკი მალხაზი სიომინის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო თავის დროზე და, შესაბამისად, ქართველ ფეხბურთელს შანსი კიევში უკეთესი უნდა ჰქონდეს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com