"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

პენალტით პენალტი

კახა შალამბერიძე

ვიტ ჯორჯია 1:1 ზარია

ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, ბეჭვაია, კვახაძე (ყველაშვილი 46), ლომაია, ჯაფარიძე, რაზმაძე (მაისაშვილი 81), გ. დათუნაიშვილი, კლიმიაშვილი, მელქაძე (კვაღაძე 57), ღუჭაშვილი (ბერიაშვილი 46), ლიპარტია (როსტიაშვილი 75)

უკრაინულ შეკრებაზე მყოფმა "ვიტ ჯორჯიამ" მეორე შეხვედრაც უკრაინის უმაღლესლიგელთან ჩაატარა - 1:1 ლუგანსკის "ზარიასთან".

მე-11 წუთზე უკრაინელებმა პენალტით გახსნეს ანგარიში, "ვიტ ჯორჯიამ" კი ზუსტად ათ წუთში უპასუხა - ჯაბა ლიპარტიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ლუკა რაზმაძემ ზუსტად შეასრულა.

მეორე ნახევარი "ვიტ ჯორჯიას" უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეტი გოლის გატანა ნესტორ მუმლაძის შეგირდებმა ვეღარ შეძლეს.

მომდევნო მატჩს ვიტელები 8 ივლისს გამართავენ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com