"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ვიტ ჯორჯიას ტრნავა ტრავმებშია

ილია ნანობაშვილი

"ვიტ ჯორჯიას" საუეფასთასო მეტოქე ტრნავას "სპარტაკი" ამხანაგურ შეხვედრაში 1:1-ზე გაეყარა სლოვაკეთის სუპერლიგიდან გავარდნილ "ტრენჩინს".

"თეთრი ანგელოზები" აგებდნენ და 44-ე წუთზე ლიუბომირ ბერნატმა გაათანაბრა.

მწვრთნელმა ვლადიმირ ვერმეზოვიჩმა ტრავმების გამო ხუთი ფეხბურთელი ვერ ათამაშა: პეტერ დოლეჟაი, მარტინ გუდანი, ბორივოე ფილიპოვიჩი, ბაბაქარ ნიანგი და ტომაშ ჰანცელი.

ვიტელებთან მატჩამდე ტრნაველები სამ ტესტ-მატჩს გამართავენ: 8 ივლისს სხვადასხვა შემადგლობით შეხვდებიან "პატსის" და "სლოვაცკოს", 12-ში კი ჩეხურ "ჟიჟკოვს" შეერკინებიან.

"ტრენჩინთან" ვერმეზოვიჩმა ასეთი შემადგენლობა თამაშა: ჰრდინა - პონჩაკი, ჩიფერსკი, იაკუბიჩკა, ლ. ჰანცელი (ჰლავატოვიჩი 46) - კოპაჩკა (ბერნატი 46), კოპუნეკი (პროჰაზკა 73) - დურიში (ჟედუნოვი 77), იელენკოვიჩი, ჰრუშკა (პერესი 46) - კოჟუხი (ტომჩაკი 68).



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com