"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ზესტაფონს პირი მეორედ უტეხეს

ნუკრი ლოლაძე

საქართველოს თასის მფლობელი "ზესტაფონი" თურქეთში აგრძელებს მზადებას.

იმერლებმა რამდენიმე დღის წინ ტესტ-მატჩი რომ გამართეს თურქეთის ქვედალიგელ "სანდიუფა ბელედიესფორთან" და 5:0 იმარჯვეს, შაბათის "სარბიელში" მოგახსენეთ. წესით, იმ დღეს თურქებთან კი არა, აზერბაიჯანის ჩემპიონ "ინტერთან" უნდა ეთამაშათ ჩვენებს, თუმც მეტოქემ მოულოდნელად გეგმები შეცვალა.

"ზესტაფონს" გუშინაც უნდა ეთამაშა, მაგრამ შეგულებულმა სპარინგ-პარტნიორმა პირი გატეხა.

ზესტაფონელებს მორიგი ტესტ-მატჩი 9 ივლისს აქვთ დაგეგმილი, თუ ისევ არ ჩაიშალა...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com