|
|
"სარბიელი"
ეტო ტესტებს იგებს
უნგრულმა "დიორ ეტომ" მორიგი ტესტ-მატჩი მოიგო: "ზესტაფონის" საუეფასთასო მეტოქემ სლოვაკურ "კოშიცეს" 1:0 სძლია პირველ ტაიმში ტომაშ კოლტაის გატანილი გოლით. შანდორ ედერვარის გუნდში ორმა ახალმა ფეხბურთელმა ითამაშა - იმრე ბიჩაკმა და ლაიოშ ეუდენმა, რომლებიც აქამდე "დიორ ეტოს" მეორე გუნდში ირიცხებოდნენ. "კოშიცესთან" უნგრელთა შემადგენლობა ასეთი იყო: სტევანოვიჩი - ნიკოლოვი (ტოკოდი), შტარკი, ბანკი, პინტერი (პაკოლიჩი) - კოლტაი, ჟაკი (ეუდენი), ჟოში (კისი), ბიჩაკი (ვოლგი) - ბაიზატი (ბრნოვიჩი), ბოორი.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |