"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

სალუქვაძე ძირითადში, კვირკველია და რევიშვილი კი დუბლებში...

კახა შალამბერიძე

დავით კვირკველიას, ლაშა სალუქვაძისა და ნუკრი რევიშვილის ყაზანის "რუბინმა" სამარაში "კრილია სოვეტოვთან" მატჩში გამარჯვება ბოლო წუთებზე გაშვებული პენალტით დაკარგა.

გასაკვირია, მაგრამ გუნდის განაცხადში მხოლოდ სალუქვაძე მოხვდა.

ლაშამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 81-ე წუთზე ჯელტონმა შეცვალა, რომელმაც ესკობარი საჯარიმოში წააქცია და... რუსეთის პრემიერლიგის ლიდერმა სამარიდან ოდენ ქულა წაიღო.

კვირკველიამ და რევიშვილმა კი ერთი დღით ადრე "რუბინის" სარეზერვო გუნდში ითამაშეს - რევიშვილი სრულად გაისარჯა, კვირკველია კი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.

შეხვედრა 0:0 დასრულდა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com