"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ნადალი ბალახზეც რაფაელოა

6 წელი და 65 მატჩი არ წაეგო როჯერ ფედერერს თავის საყვარელ ბალახზე და აი, დიადი შვეიცარიელის ამ უნიკალურ სერიას გუშინ რაფაელ ნადალმა დაუსვა წერტილი.

თბილისის დროით საღამოს ექვს საათზე დაწყებული მატჩი, რომელიც ორჯერ შეწყდა წვიმის გამო, მაშინღა დამთავრდა, ჩვენთან შუაღამე გადასული რომ იყო.

4 საათი და 48 წუთი სათამაშო დრო, 5 სეტი, 62 გეიმი და არნახული დრამატიზმი - ესპანელს თითქოს მოგებული მატჩი გაუფრინდა ხელიდან, მაგრამ ბოლოს მაინც მან იძალა.

6:4 6:4 6:7 6:7 9:7 და ნადალი ლეგენდარული ბიორნ ბორგის შემდეგ პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში მიჯრით მოიგო "როლან გაროსი" და უიმბლდონი. ფედერერმა კი ეგრეც ვერ დაამხო ბორგისავე ძველი რეკორდი და უიმბლდონზე ზედიზედ მეექვსედ ვეღარ იმარჯვა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com