|
|
"სარბიელი"
იაშვილის დაბრუნება და გატანა
ილია ნანობაშვილი
გერმანულმა "კარლსრუემ" წინასასეზონოდ მესამე ტესტ-მატჩი გამართა, პირველ ორში კი ალექსანდრე იაშვილი არ გამოჩენილა. საქმე ისაა, რომ "იაშკას" გუნდმა შედარებით ხანგრძლივი შვებულება მისცა სანაკრებო მატჩებში მონაწილეობის გამო. აი, იაშვილიც დაბრუნდა და ეგრევე გოლი შეაგდო. "კარლსრუემ" 4:0 სძლია "ოფენბურგს" და ჩვენიანმა 33-ე წუთზე ანგარიში გახსნა. "კარლსრუეს" მე-20 ნომერმა მხოლოდ პირველი ტაიმი დაჰყო მინდორზე, მერე კი მწვრთნელმა ედმონდ ბეკერმა შემადგენლობა მთლიანად შეცვალა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |