"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

განუგრავას პასიანი თასი

ილია ნანობაშვილი

ჩეხურმა "მლადა ბოლესლავმა" რვაგუნდა ტურნირი მოიგო, სადაც პრაღის "სლავია", "ბრნო" და ჩეხეთის და სლოვაკეთის სხვა გუნდები თამაშობდნენ.

გიორგი განუგრავას "მლადა ბოლესლავმა" ფინალში "სლავიას" 3:0 სძლია და ჩვენიანმა 80 წუთი ძალიან ყოჩაღად ჩაატარა - მეორე გოლი სწორედ მისი დამსახურება იყო, კარელ პეჩკას გაატანინა მე-17 წუთზე.

"ბოლესლავი", ისევე, როგორც სხვა გუნდები, ცოტა ექსპერიმენტული შემადგენლობით იყვნენ ამ ტურნირზე.

განუგრავას ნახევარფინალში არ უთამაშია, სადაც მისმა გუნდმა ასევე 3:0 იმარჯვა "ბრნოსთან" მატჩში.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com