"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ლილუაშვილმა შანსი გაუშვა

კახა შალამბერიძე

სლოვაკური "ნიტრას" ქართველმა თავდამსხმელმა ირაკლი ლილუაშვილმა ჩეხური "სიგმას" წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა. "ნიტრამ" ორი შემადგენლობით ითამაშა და ლილუაშვილი მეორე ტაიმში შევიდა მინდორზე.

შეხვედრის ბოლოს, როდესაც "ნიტრა" 0:1-ს აგებდა, ლილუაშვილს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, მაგრამ დაახლოებით 5 მეტრიდან ზუსტად ვერ დაარტყა.

მერე "ნიტრამ" ანგარიში მაინც გაათანაბრა და 1:1.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com