|
|
"სარბიელი"
აშვეთიას გოლმა დააგვიანა
ილია ნანობაშვილი
მახაჩყალის "ანჟიმ" 20-მატჩიანი წაუგებელი სერია დონისპირეთში დაასრულა: ომარ თეთრაძის გუნდმა რუსეთის პირველი დივიზიონის ლიდერ "როსტოვთან" 1:2 დათმო. მიხეილ აშვეთიას პენალტით გატანილი დაგვიანებული გამოდგა, ეს 86-ე წუთზე მოხდა და დაღესტნელებს მეტის გასაკეთებლად დრო აღარ დარჩათ. "ანჟიში" ოთხმა ქართველმა - ვალერი აბრამიძემ, ზურაბ არზიანმა, მიხეილ აშვეთიამ და გიორგი ნავალოვსკიმ - 90-90 წუთი ითამაშა. გოჩა ხოჯავამ მეორე ტაიმი დაჰყო მინდორზე, რევაზ ჯიქია 81-ე წუთზე შევიდა, ხოლო რევაზ ბარაბაძე სათადარიგოებში დარჩა. წაგების მიუხედავად, "ანჟი" მეორე ადგილზე დარჩა, ანუ ამ მომენტისთვის პრემიერლიგაში გადამსვლელი საფეხური უკავია.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |