"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

აზერბაიჯანმა საზღვრები გახსნა

კახა შალამბერიძე

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ჩემპიონატში ლეგიონერების ლიმიტი მოხსნა.

აქამდე თითოეულ კლუბს მატჩის განაცხადში 7 ლეგიონერის შეყვანის უფლება ჰქონდა.

სხდომაზე გადაწყდა, რომ მომავალი სეზონიდან დუბლშემადგენლობების ჩემპიონატიც გაიმართება.

2008-09 წლების აზერბაიჯანის ჩემპიონატი 9 აგვისტოს დაიწყება და იქ, როგორც ადრე, ახლაც რამდენიმე ქართველი ითამაშებს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com