"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ადამიას გოლი და კანდელაკის დებიუტი

კახა შალამბერიძე

ინტერტოტოს თასის მეორე ეტაპზე, ბაქოს "ნეფთჩიმ" სტუმრად ბელგიურ "ბეერსხოტთან" გიორგი ადამიას გოლით ფრე გაახერხა.

ბელგიელებმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნეს, ადამიამ კი საპასუხო 11 წუთში გაიტანა.

ქართველმა თავდამსხმელმა სრულად ითამაშა და გუნდში ყველაზე აქტიური იყო.

"ბეერსხოტის" წინააღმდეგ არ უთამაშია გიორგი ჭელიძეს, ვინც აზერბაიჯანელებმა მოსკოვის "ლოკომოტივიდან" ინათხოვრეს.

საპასუხო მატჩი ერთ კვირაში ბაქოში შედგება.

სიმფეროპოლის "ტავრიას" შემადგენლობაში კი ვასილ გიგიაძემ მოლდოვური "ტირასპოლის" წინააღმდეგ ითამაშა.

მატჩი უგოლოდ დასრულდა, გიგიაძე კი მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა.

31 წლის ქართველი ფორვარდი "ტავრიაში" ახლახან დაბრუნდა და კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

და ერთიც: გიორგი შაშიაშვილის და ილია კანდელაკის გრაცის "შტურმმა" 2:0 მოუგო ბელარუსულ "შახტიორს".

ორივე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com