|
|
"სარბიელი"
რუმინეთი პატარებმაც შეჭამეს: შავი ზღვის თასი ფოთში დარჩა
ბაჩო სვანიძე
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ფოთში დასრულებული სადებიუტო "შავი ზღვის თასის" ფინალში რუმინეთის ნაკრებს 35:8 მოუგო და თასი საქართველოში დატოვა. შეგახსენებთ, რომ ფოთში 17-წლამდელთა ოთხთა ტურნირი გაიმართა. საქართველოს გარდა დასავლეთ საქართველოს ნაკრებმა "კოლხმა რაინდებმა", რუმინეთისა და უკრაინის ნაკრებებმა ირაგბეს. შეჯიბრებაზე დაპატიჟებული იყო რუსეთის ნაკრებიც, მაგრამ რუსებმა აქ ჩამოსვლა ისე იუარეს, მიზეზიც არ მოუწერიათ. რუსებმა თავისი იკითხონ, ჩვენ კი ჩვენების ვთქვათ. ფოთში ქართველებმა რაგინდარა ასაკში ჩვენების ტრადიციულ მეტოქე რუმინეთს დასაწყისშივე დაუმთავრეს საქმე. მე-3 წუთზე ანზორ ხიპაშვილის მიერ გატანილ ლელოს 23-ე წუთზე ლევან ჩილაჩავამ, ხოლო 30-ე წუთზე უშანგი მჭედლიშვილმა თავიანთი წილი ლელოები მიამატეს და მეტოქე წელში გატეხეს. მეორე ტაიმში ჩვენებმა ჯარიმებით გაზარდეს სხვაობა და რუმინელთა "მომავალს" გვარიანი სირცხვილი აჭამეს. მესამე ადგილი კი "კოლხმა რაინდებმა" დაიკავეს, რომლებმაც 6 ლელო დაუდეს უკრაინელებს და შინ ბოლო ადგილზე დატოვეს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |