|
|
"სარბიელი"
მსოფლიო დეკემბერში იყრება
ბაჩო სვანიძე
რაგბის საერთაშორისო საბჭომ (შკი) გამოაცხადა, რომ 2011 წლის მსოფლიოს თასის წილისწყრა 2010 წლის 1 დეკემბერს მოეწყობა. აქედანვე ცნობილია, რომ ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე წინა მსოფლიოს თასის 12 უკეთესი ნაკრები შესარჩევების გარეშე ითამაშებს. ესენი არიან: სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, არგენტინა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, შოტლანდია, ფიჯი, ტონგა, ირლანდია, იტალია, ავსტრალია და უელსი. დანარჩენი რვა საგზურისთვის კი შესარჩევი ეტაპები გაისად დაიწყება. შეგახსენებთ, რომ 2009-10 წლების ერთა თასის პირდაპირ მოხვდება მსოფლიოს თასზე. საქართველოს ნაკრებს შანსი აქვს, ორწრიანი ტურნირი მოიგოს და შესარჩევებს თავი აარიდოს. იქამდე კი შკი-მ განაცხადა, რომ მსოფლიოს თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას პირველად ამოქმედდება რეიტინგული პრინციპი, ანუ გუნდები კალათებში იმ მომენტისთვის რეიტინგში მათ მიერ დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილდებიან.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |