"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

კვაჭმა კარი აიკლო

ზურაბ მიგრიაული

აკადემია 34:21 თსუ

აკადემია: სუთიძე, ბატოიანი, ნასიძე, მოლოდინაშვილი, დავითაშვილი; ქობილაშვილი, შ. დავითაშვილი; მურვანიძე, მაღლაკელიძე, ჩაჩუა, გელაძე, ობოლაძე, ლომსაძე, მეკოკიშვილი, ნიბლაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ბარბაქაძე, გაჩეჩილაძე, მჭედლიძე, ჭუაძე

3ლ: მურვანიძე, ნიბლაძე, გელაძე; 2გ: მეკომიშვილი; 5ს: მეკოკიშვილი

თსუ: კავთიძე, ტუჩაშვილი, კუპრეიშვილი, ნუცუბიძე, გოგეშვილი; ბაირამაშვილი, გოგია; გუნიავა, ტუჩაშვილი, დათუნაშვილი, მჭედლიძე, ალადაშვილი, დონაძე, კაკოვინი, ქორიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ზამბახიძე, კილასონია

2ლ: გოგეშვილი, ზამბახიძე, 2გ: კუპრეიშვილი. 3ს: ბაირამაშვილი (2), კუპრეიშვილი

გასულ უქმეებზე "ლოკომოტივის" სათადარიგო მოედანზე საქართველოს ჩემპიონატის გადადებული მატჩები გაიმართა. საინტერესო გამოდგა თსუ-სა და "აკადემიას" დაპირისპირება. აკადემიელებმა დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხეს სტუდენტები.

მაიტჩში ანგარიში თსუ-მ გახსნა. საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა ბაირამაშვილმა, მაგრამ "აკადემიამ" ლელო უმალვე გაიტანა და მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში ამყოფა მეტოქე. აღსანიშნავია აკადემიელთა კვაჭის (#2), მეკოკიშვილის კარგი რაგბობა. პირველი ხაზის მობურთალი გარდა ჯიგრიანი და ჭკვიანური თამაშისა, ზუსტი საჯარიმოებით და გარდასახვებითაც გამოირჩევა.

პირველი ნახევარი 13:11 დასრულდა და არავინ იცოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ მეკოკიშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ქულათა მარაგის გაზრდა დაიწყო საჯარიმო დარტყმებით. მას თანაგუნდელებმაც აუბეს მხარი. ეს ყველაფერი კი ლელოებში აისახა. სტუდენტებმა ბოლო წუთზე კარის გაჯახუნება მოახერხეს. სალელოვედ შეცვლაზე შესული ზამბახიძე გაისარჯა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com