|
|
"სარბიელი"
კალაძეს ტიტული მოენატრა
კახა შალამბერიძე
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "მილანის" მცველი, 30 წლის კახა კალაძე ჩაგდებული სეზონის დავიწყებას და ახალი ტიტულების მოგებას აპირებს. ამის თაობაზე კალაძემ იტალიელ ჟურნალისტებს განუცხადა: "ჩვენ მზად ვართ, ახალი ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ. ტიტულებში, ცხადია, სკუდეტოს და უეფას თასს ვგულისხმობ. ვფიქრობ, ჩვენი კონკურენტები ახალ სეზონში იმდენად ძლიერები აღარ იქნებიან, თუმცა მათ მაინც პატივისცემით უნდა შევხედოთ და გასული სეზონი საბოლოოდ დავივიწყოთ. "მილანს" ეს შეუძლია".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |